16 წლის ბიჭის თვითმკვლელობის საქმე: დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ 14:00, 28 თებერვალი 2022

თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ვარკეთილში მეცხრე სართულიდან 16 წლის ბიჭის გადმოვარდნის საქმეზე დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ცხრასართულიანი კორპუსიდან გადმოვარდნილი მოზარდის ახლობლები თვითმკვლელობას გამორიცხავენ >>

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, მას სხვა საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების ადვოკატების ნაწილი მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ნაწილი კი მათ მიმართ გირაოს გამოყენებას ითხოვდა. დაკავებული პირებიდან ორი არასრულწლოვანია. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.