2022 წლის 5 მაისს დაწყებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ჭიათურის მაღაროში კუსიანების საგვარეულო აკლდამა აღმოაჩინეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თრიალეთის ჟურნალისტები საქართველოს არქეოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარეს – გრიშა მეძმარიაშვილს – გაესაუბრნენ. როგორც ბატონი გრიშა აცხადებს, აკლდამა მე-12 საუკუნით თარიღდება და კუსიანების საგვარეულოს წარმომადგენლებს ეკუთვნით.