იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ქართული პასპორტების გაცემა შეიზღუდება 2022 წლის 3 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრამდე. პალიტრა დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს დამატებითი ინფორმაციისთვის. მთავარ მიზეზად სახელდება გაზრდილი მოთხოვნა, რაც რუსი მოქალაქეების საქართველოში უპრეცენდენტო შემოდინებას უკავშირდება და პასპორტის ფურცლის დეფიციტი. იუსტიციის სამინისტრო იმედოვნებს რომ ეს პრობლემა მალე აღმოიფხვრება და 20 ოქტომბრიდან შეძლებენ პასპორტების გაცემის განახლებას.