ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ს.კ. რუსთავის გორდა“ ქართველი გარემარბის, ლევან გობოზოვის გადაბირებას ცდილობს.
თავად ფეხბურთელმა კი ამ თემასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„აქტიურად წერენ ამ ბოლო დროს ჩემს გორდაში დაბრუნებაზე. ამ ეტაპზე შემიძლია დაზუსტებით გითხრათ რომ ჩემსა და გუნდს შორის არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. პრესაში გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. ბენიოპაში თავს კარგად ვგრძნობ და გუნდთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. ამ ეტაპზე არაფრის თქმა შემიძლია.“
როგორც ფეხბურთელის აგენტმა, ალექსანდრე კოდუამ განგვიცხადა, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. პრესა კი კვლავ აქტიურად აკვირდება ფეხბურთელის და კლუბის ვითარებას და გულშემატკივრებს სჯერათ რომ გობოზოვი „ს.კ. გორდაში“ კვლავ გადაბარგდება. ამას დამატებული კლუბის ახალი მწვრთნელი, ვარლამ კილასონია რომელიც, როგორც ლევან გობოზოვი აცხადებს მისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია საქართველოს მასშტაბით. ფეხბურთელმა კომენტარი ამაზეც გააკეთა:
„კილასონია გენიალური მწვრთნელია. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი და რუსთავის ასაკობრივში ვთამაშობდი როცა მან რუსთავის დიდი გუნდი ისევ ჩაიბარა. მახსოვს როგორ წარმატებით ასპარეზობდა გუნდი ეროვნულ ლიგაში და გრძელი წაუგებელი სერიაც ქონდათ. ვარლამ კილასონია ჩემი ფავორიტი მწვრთნელია, თუმცა პირადად არ ვიცნობ და მასთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ კლუბში დაბრუნებას ვგეგმავ.“
შეგახსენებთ, რომ ვარლამ კილასონია რუსთავის „ს.კ. გორდას“ 2022 წელს ხელმძღვანელობდა და რეგიონ ლიგაში გუნდი არც თუ ისე დამაჯერებლად ასპარეზობდა. რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, კილასონიამ „ს.კ. გორდა“ დატოვა, თუმცა ახლა ისევ დაბრუნდა.
ლევან გობოზოვი ამჟამად ესპანურ ქალაქ განდიაში ცხოვრობს და ადგილობრივ კლუბში, „უნიონ დეპორტივა ბენიოპაში“ ვარჯიშობს. ფეხბურთელის დარეგისტრირებას ესპანური კლუბი საბუთების არ ქონის გამო კვლავ ვერ ახერხებს და აქედან გამომდინარე გაჩნდა ეჭვები, რომ ის მის მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. ლევან გობოზოვმა ესპანურ კლუბში 4 ამხანაგური შეხვედრა გამართა, სადაც თავი 3 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
დაველოდოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები „ს.კ. გორდასა“ და ქართველ გარემარბს შორის.
თუ მოგეწონათ სტატია, გააზიარეთ.